ყოველი ახალი დღე მარწმუნებს, ადამიანი უფსკრულისკენ მიექანება.. თავისივე ზნეობის, სულიერი სილამაზის დაკარგვით, იმ ნაპერწკლის მოსპობიტ რომელიც სიყვარულს აღვივებდა ადამიანის გულში.. და სამწუხაროდ არავინ არ ჩანს ან უფსკრულის კიდესთან მდგარი, რომ ხელი ჩაჭიდოს და გადაარჩინოს სრული დაღუპვისგან. მოეგოს გონს, მიხვდეს რისთვის არის გაჩენილი წუთისოფელში, რა არის მისი მოწოდება.. მას ხომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია.. რაც მთავარია არ დაივიწყოს ის რაც უფალმა ჩაუნერგა ადამიანს, მაგრამ რაკი ადამიანი ერთხელ შეცდა და დაირღვა ყველაფერი, იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ არ გაუარესდეს ამ ჩვენი ყოველდღიური ცოდვებით, ეს ხომ ამძიმებს ჩვენ სულს, ხოლო ჩვენ - დედამიწას... ის იკარგება რაც ადამიანს და ჩვენ სამყაროს უადვილებს ამ სიმძიმის ტარებას, როგორც გ. დოჩანაშვილის ნაწარმოების (სამოსელი პირველი) გმირი ამომბობს "სიყვარული ატრიალებს დედამიწას" ნამდვილად ასეა.. ამ ბოლო ხანებში რადიკალურად იცვლება ეს მდგომარეობა, სამწუხაროდ მე სხვა რეალობას ვხედავ და არ მინდა თვალი ლამაზი ზღაპრით დავიბრმავო, რადგან სიცოცხლე ხომ რეალობაა, ხოლო თვალის ახვევით სხვა სამყაროში გადავდივართ სადაც უსაღვრო ფანტაზია და ოცნება მეფობს, სანამ არ გამოვფხიზლდება ადამიანი არაფერიც არ გამოსწორდება.. გამოცოცხლდი ადამიანო... გამოცოცხლდი... შენი სავალი გზა სიმართლიტ გაიარე.. წახვიდე და შენს შემდგომ სიყვარული დატოვო..
ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ადამიანის ასეთი მდგომარეობა და ის რომ ბოროტების მორევში იხრჩობა დიდი წვილი შეაქვს გარემოს რაც მის ირგვლივ ხდება, ზოგადად მატი ცხოვრებას გარემო-პირობები წარმარტავენ ... ინდივიდუალობას უკარგავს და ჩვენც ბრბოდ ვიქცევით, რადგან ადვილად სამართავი ვხვდებიტ.. განსხვავებული აზრს კლავენ მასში.. ითრგუნება ამ ყველაფრით ადამიანის გონება. ადამიანი ხომ წისქვილივითაა, რასაც დააყრი იმას დაფქვავს...
ის მზე აღარ არის რომელიც ანათებს.. სითბოს აფრქვევს ადამიანის სულებში.. ალბათ ჩვენ ჩავუკეტეთ გულის კარი...
აღარ არის მზე...,მითხრა მთვარემ.....
AVELUMI.... გვანცა :)
- Music:Katie Melua - Piece by Piece
ჯგუფი Texas და უუუძლიერესი ჟან რენო...
თქვენც მოგეწონებათ ;)
სიმღერა
http://rapidshare.com/files/300070135/t
თაკო
http://kevana.wordpress.com/2009/10/24/
მეც მომეხალისა ჩემს ჩაცმულობის სტილზე რამე დამეწერა. გინდა არ გინდა ქუჩაში, სასწავლებელში თუ სამუშაოზე ხალხი ჩაცმულობის და გარეგნობის მიხედვით გაფასებს. ეს ჩემთვის სადარდებელი არასდროს ყოფილა. (თუ არ ჩავთვლით ბალღობის წლებს)
რაც მომწონს იმას ვიცმევ თუმცა ვცდილობ საკუთარი სტილი შევიქმნა.
ძალიან მიხარია რომ ის მაცვია რაც ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე სამოსი, აი ახლაც ჩემს მეგობარს ვთხოვე ისეთი ყელსაბამის აწყობა რომელიც ფილმ "ლეონში" მატილდას ყელზე უკეთია და ეს ის ნივთია რაც ჩემთვის ახლოა და მნიშვნელოვანი. თუმცა ბიჟიუტერიიდან ერთადერთი სამაჯურები მომწონს, ისიც უბრალო, პატარა.
სამოსში უპირატესობას კაბებს ვანიჭებ, დედაჩემს ძალიან კარგი ძველი კაბები აქვს რომელიც სხვათაშორის ახლა მოდაშია და ჰგონიათ მაღაზიაში ვიყიდე.
ასეთი პერანგი მინდა :dმიყვარს პერანგები, ნაქსოვი ქუდები, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. ვფიქრობ ჩემს ტანსაცმელში ყოველთვის იგრძნობა შემოდგომის ფერები, იმითომ რომ ძალიან მიყვარს ეს დრო. ყურები არც მე მაქვს გახვრეტილი და პარფიუმერიას არ ვხმარობ, ჩემი ერთადერთი სისუსტე სუნამოა :d
ყოველთვის მომწონდა თვალიერება ძველი სამოსის, ფილმში Pride and Prejudice მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისია, და ძალიან მომწონს იმ პერიოდის ქალის ჩაცმულობა იმ დროის შემდეგ კარგა ხანს იტანჯებოდნენ ქალები მოუხერხებელი კაბების თრევით. :d მეცხრანეტე საუკუნის დასაწყისსში მამაკაცის ჩაცმულობამაც დაიწყო აღმასვლა.
ყველაზე ბედნიერი ალბათ ვენეციის კარნავალის დროს ვარ როცა ინტერნეტში ვპოულობ ახალ - ახალ მასკების და კოსწიუმების ფოტოებს, ვიდეო მასალას. ძალიან მინდა მეც მოვხვდე ამ კარნავალზე. ალბათ უბედნიერესი ადამიანი ვიქნები ამ ქვეყნად :))))
თაკო

დღეს ვუყურე ფილმს "ცხოვრება ვარდისფერ ფერში" ეს არის ედიტ პიაფის ბიოგრაფიული ფილმი. ახლა ამ ფილმის გმირის გავლენის ქვეშ ვარ. მოვძებნე მისი ბიოგრაფია, ფოტოები, გადავიწერე სიმღერები.... ვუსმენ ზედიზედ და კვლავ ვეძებ ბიგრაფიას , ციტატებს, ალბომებს.. (ასე ვარ როცა საინტერესო, ნიჭიერი ხალხი წამოეგება ხოლმე ჩემს ანკესს :დ )
ძალიან მომწონს მისი ხმა, სტილი, არტისტულობა.
ვისაც დააინტერესებს ამ ბმულების საშუალებით გადახვალთ მის ბიოგრაფიაზე, სიმღერებზე, ფილმზე და ფილმის საუნდტრეკებზე
თაკო
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E
edith-piaf.narod.ru/pesni.html
allmovies.ge/ge/movie.php
rapidshare.com/files/24732019/_Musique_d

შემოდგომამ ჩემი იმედები გაამართლა და როგორც ყოველთვის განუმეორებელია ოქტომბერი . ზოგჯერ არაფერზე არ უნდა იფიქრო დაჯდე ბაღში ან პარკში და დატკბე ბუნების სილამაზით და სიჩუმით. ეს უკანასკნელი ნამეტანი ტკბილია არა? მაგრამ პირველის გარეშე დიდი არაფერია.
კიდევ შემოდგომას უხდება თბილი სახლი, ცხელი ჩაი და საინტერესო წიგნი წასაკითხად. გვანცამ ოთარ ჭილაძის "რკინის თეატრი" მათხოვა ასე რომ ოქტომბრის სასიამოვნო და საინტერესო დღეები მელოდება.
და ბოლოს, ამ დროის იდუმალებას ბოლომდე ვერ შევიგრძნობთ Zbigniew Preisneris მუსიკის გარეშე (ვენათალე :* )
თაკო
პ.ს. ავრორა განთიადის გალღმერთია, ეს სახელი ვარსკვლავსაც ჰქვია